პაატა მანჯგალაძე - იმისთვის, რომ მთავრობაზე ვისაუბროთ, არჩევნები უნდა მოვიგოთ -  არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  ჯერ რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე

არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯერ ეს რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„იმისთვის, რომ მთავრობაზე ვისაუბროთ, არჩევნები უნდა მოვიგოთ. არათუ ვსაუბრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯერ რეჟიმი შევცვალოთ და შემდეგ ვისაუბროთ მთავრობაზე. ჯერ ადრეა მთავრობაზე საუბარი, ჯერ საქმე, ბრძოლა გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან აშშ-სგან დახმარების შეჩერებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნებას" არ აინტერესებს საქართველო მოქალაქე, მათ აინტერესებთ როგორ გაძარცვონ ხალხი.

„იცით, რომ 95 მილიონი დოლარის დახმარება შეჩერდა. 95 მილიონი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნიშნავს იმას, რომ შეგვეძლო ყველა პენსიონერის სასესხო- საბანკო დავალიანება გაგვესტუმრებინა, საჯარო მოხელეების, პოლიციელების, თუნდაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის 20%-ით გაგვეზარდა ხელფასი.

"ქართული ოცნება" ამბობს, ჩვენ არ ვიცით, რაში იხარჯებოდა ფული. ეს არის დამოკიდებულება. მათ არ აინტერესებთ საქართველო მოქალაქე, მათ აინტერესებთ როგორ გაძარცვონ ხალხი, როგორ გამდიდრდნენ ხალხის ძარცვის ხარჯზე. თუ 26 ოქტომბერს "ქართულ ოცნებას" არ შევცვლით, საქართველო სრულ იზოლაციაში იქნება. არ შემოვა ინვესტიცია, სიღარიბე იქნება, სამუშაო ადგილი არ იქნება და ათასობით ადამიანი დატოვებს ქვეყანას. ვისი ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე, გარდა ჩვენი მტრისა“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე