„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, გმირების ყველაზე დიდი სურვილი იყო, რომ მათი თავდადების შემდგომ საქართველოს გაეგრძელებინა მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და „ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ ახლაც და ამის მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება“.

„დღეს ვიხსენებთ 2008 წლის ძალიან მძიმე აგვისტოს დღეებს, როცა რუსეთმა ომი გამოუცხადა საქართველოს და მოახდინა ინტერვენცია საქართველოში, ძალიან მძიმე რამ მოხდა, უამრავი ადამიანი შეეწირა, შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. თავი დადეს გმირებმა ვისი ხსოვნის პატივსაცემად დღეს ჩვენ აქ ვართ და ეს ხსოვნა ყოველთვის იქნება.

ჩვენი მხრიდან ეს ბუნებრივია არის სიმბოლური აქტი, როდესაც მოვდივართ აქ, მაგრამ არასიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის ის ბრძოლა, რომელიც გრძელდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება საქართველოში, ეს ბრძოლა გრძელდება უკრაინაშიც და სწორედ იმისთვის, რომ ამ ადამიანების თავდადება და ღვაწლი არ დაიკარგოს, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა და ყველამ ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, საქართველო უნდა განვითარდეს დემოკრატიულად, საქართველო უნდა განვითარდეს ეკონომიკურად და საქართველოს უნდა ჰყავდეს ბევრი საიმედო პარტნიორი ირგვლივ. ეს სიძლიერე განაპირობებს პირველ რიგში უსაფრთხოებას და მე ვფიქრობ ამ გმირების ყველაზე დიდი სურვილი იყო, რომ მათი თავდადების შემდგომ საქართველოს გაეგრძელებინა მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრება და ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვართ და ამის მიტოვება ნამდვილად არ შეიძლება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა