მიხეილ დაუშვილი - 16 წელი გავიდა იმ უმძიმესი დღეებიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, რასაც მცოცავი ოკუპაციის სახით დღესაც აგრძელებენ

16 წელი გავიდა იმ უმძიმესი დღეებიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, რასაც მცოცავი ოკუპაციის სახით დღესაც აგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობით უნდა აღვადგინოთ და რუსული ჯარი და რუსეთის ფედერაცია ჩვენი ტერიტორიებიდან გავიყვანოთ.

“16 წელი გავიდა იმ უმძიმესი დღეებიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა. მათ წაგვართვეს უამრავი სოფელი და ჩვენი მოქალაქეები აიძულეს, რომ ის ტერიტორიები დაეტოვებინათ. მათ განახორციელეს ოკუპაცია, რასაც დღესაც აგრძელებენ მცოცავი ოკუპაციის სახით. რა თქმა უნდა, რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ მშვიდობით და გონივრული პოლიტიკით უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხადოთ. ამასთანავე, მშვიდობით აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და რუსული ჯარი და რუსეთის ფედერაცია ჩვენი ტერიტორიებიდან გავიყვანოთ”, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით წარმოქმნილ შეუთანხმებლობაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, 7 აგვისტოს დაიწყო იგი თუ 8 აგვისტოს და აღნიშნა, რომ ეს მთავარი არაა და ერთადერთი რამ რაც მნიშვნელოვანია ის არის, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიები, არამედ ჩვენი შესაძლებლობების 20%.

“მე ამის განხილვაში არ შევდივარ - ეს მთავარი არ არის. არ შეიძლება, რომ შიგნით ამ საკითხზე ვდავობდეთ. ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი - რუსეთი ოკუპანტია და მას ოკუპირებული აქვს არამხოლოდ ჩვენი ტერიტორიები, არამედ ჩვენი შესაძლებლობების 20%. ასევე, ის რომ რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ათასობით მოქალაქე აიძულა დაეტოვებინათ ის საცხოვრებელი, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და თავიანთი ცხოვრების დიდი დრო გაატარეს. ამ ადამიანებს ძალიან მძიმე მორალური და მატერიალური ზიანი მიაყენა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშვიდობიანად და გონივრული პოლიტიკით უნდა შევძლოთ დეოკუპაცია. დანარჩენი, 7-8-ის განხილვაში მე შესვლას არ ვაპირებ”, - განაცხადა დაუშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს