სალომე სამადაშვილი - ფაქტობრივად, რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ამოცანები ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბოლომდე მიჰყავს - ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს

ფაქტობრივად, რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ამოცანები ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბოლომდე მიჰყავს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს მოსახლეობამ „რუსული ხელისუფლება“ უნდა დაასრულოს და ქვეყნის ევროპული მომავალი უზრუნველყოს.

„2008 წელს რუსეთმა დაიწო სამხედრო აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ერთადერთი მიზნით, გაენადგურებინა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და შესაბამისად, დამოუკიდებელი სახელმწიფო. სამწუხაროდ, ის, რაც ვერ მოახერხა რუსეთმა 2008 წელს სამხედრო ძალის გამოყენებით, წარმატებით დაიწყო ამ გეგმის განხორციელება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული პროექტი ჩვენს ქვეყანას თავს მოახვია დემოკრატიული არჩევნების გზით 2012 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ სამამულო ომიდან 16 წლის თავზე, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, დღეს რუსეთს ჰყავს საკუთარი მოკავშირე ხელისუფლება ქვეყნის მართვის სადავეებში, რომელმაც საკუთარი პოლიტიკით განახორციელა რუსეთის მიზანი და ამოცანები - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს შეჩერებულია, ნატო-ში გაწევრიანებაზე ჩვენს თაობაზე ჩანაწერი აღარ არსებობს დოკუმენტებში. ფაქტობრივად, რუსეთს საკუთარი სტრატეგიული ამოცანები ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ბოლომდე მიჰყავს. ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ეს არის ქართველი ხალხის ვალი, მათ შორის იმ გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებიც აქ განისვენებენ და რომელსაც პატივს მივაგებთ, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს რუსული ხელისუფლება დავასრულოთ და ქვეყნის ევროპული მომავალი უზრუნველვყოთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება ყველა გმირის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ამ ქვეყანას შესწირა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხის წამოჭრა ეროვნული სირცხვილია. ის ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდისტულ არხების მხრიდან ეს არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა.

„უფრო დიდი შეურაცხყოფა დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, ვიდრე რუსული პროპაგანდისტული არხების და რუსული ხელისუფლების მიერ დაწყებული კამპანია ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ვერ წარმომიდგენია. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს იმ დღიდან აწარმოებს, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გამოვაცხადეთ“,-განაცხადა სამადაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო