„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ორიგინალი წარმოების აალების სანთლებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას ყველა მოდელისთვის განკუთვნილი ქარხნული წარმოების, ორიგინალი აალების სანთლებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აალების სანთლების შეძენაზე დაწესებული სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ფიზიკური პირები ისარგებლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ აალების სისტემას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის, აალების სანთელების ნაკრები კი შიდა წვის ძრავის მუშაობის პროცესში მთავარი ელემენტია, შესაბამისად, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ავტონაწილია.

„ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ავტომობილის მოდელიდან გამომდინარე, აალების სანთლები უნდა შეიცვალოს 40 000, 60 000 ან 100 000 კილომეტრიან გარბენზე. 25%-იანი ფასდაკლების ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კონსულტანტების დახმარებით, ორიგინალი წარმოების და ამასთან ერთად, ზუსტად იმ ტიპის აალების სანთლების ნაკრები შეარჩიოს, რომელიც ავტომობილის კონკრეტულ მოდელზე და ძრავის პარამეტრებზეა გათვლილი“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

მისივე თქმით, აალების სანთლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სათადარიგო ავტონაწილი, რომელსაც მომხმარებელი ცენტრში შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა. გარდა ამისა, ცენტრში მისულ მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელს, რომელსაც სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია