ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ბეჟაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა გიორგი ბოტკოველმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლო.

„ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ მის ოჯახს, შვილებს, მეუღლეს. მე თვითონაც ჩემს შვილებს ხშირად ვესაუბრები მის შესახებ, არაერთხელ ვყოფილვართ მის მემორიალთან და სისტემატურად ვცდილობთ, რომ გიორგის გმირობაზე გაიგოს ყველამ, ვინც არ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ყოველთვის მოსაგონარი ამბავი თითოეული ქართველისათვის და თითოეული ქართველი იამაყებს, რომ ჰყავდათ ასეთი გმირი, როგორიც გიორგი ანწუხელიძეა და ყველა ის გმირი, ვინც რუსულ აგრესიას შეეწირა.

ძალიან ბევრის ისტორია ჩვენ არ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი ეროვნული გმირი გვყავს, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში