სახალხო დამცველი - სამწუხაროდ, 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი

სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გორაკასა და საკორინთლოში იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი.

დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული“,-განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს, ასევე მიწების დასამუშავებლად სპეციალურ ტექნიკას ითხოვენ.

„ახალგაზრდობას არ აქვს სტადიონი, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კულტურის სახლი ან რაიმე ტიპის შეკრების ადგილი მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ნაკლებობა.

სახალხო დამცველი აგრძელებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მონიტორინგს და ხელისუფლებასთან იმ საკითხების ადვოკატირებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა