ირაკლი კირცხალია სააკაშვილზე - ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, ის შთანთქავს საზღვრის კვეთის სასჯელს - ლეგიტიმური ეჭვი გვიჩნდება, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე "ნაციონალური მოძრაობის" და თავად ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ეხმაურება.

კირცხალიას განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სააკაშვილისთვის არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, ვინაიდან ამ სასჯელს შთანთქავს ის სასჯელი, რომლის მოხდაც უკვე დაწყებული აქვს. მისივე თქმით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ არსებობდა გარიგება, რომ უნდა მომხდარიყო ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალება.

"ნამდვილად ვერ ვხვდები, რა პრობლემას ხედავენ ამ აღკვეთის ღონისძიებაში, პირიქით, რა სასჯელსაც იხდის, რეალურად, ეს სასჯელი შთანთქავს ამ [საზღვრის კვეთის] სასჯელს. ერთადერთი, რისი ლეგიტიმური ეჭვიც გვიჩნდება არამარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც გარიგება სალომე ზურაბიშვილთან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შეწყალება და ალბათ ეს ჩაეყარათ წყალში." - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს