სამინისტრო - ატმის და ვაშლატამას ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 6 აგვისტოს პერიოდში 17,9 ათასი ტონა ატმისდა ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 20,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 647 ტონით (4%-ით), ხოლო ღირებულება 1,9 მილიონი აშშ დოლარით (10 %-ით) გაიზარდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ