ბექა ოდიშარია - მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელისუფლება

ახლოვდება ის თარიღი, აგვისტოს ის მძიმე დღეები, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ განახორციელა აგრესია - გაფართოვდა ანექსია, რასაც სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმდროინდელი ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა, რომელმაც მოახერხა და [საოკუპაციო] ზოლი გაავლო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოსა და ე.წ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრის დროს განუცხადა.

მისი თქმით, ეს თარიღი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება და თანამედროვე და მომავალ თაობებს არასდროს დაავიწყდება.

„ახლოვდება ის თარიღი, აგვისტოს ის მძიმე დღეები, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ განახორციელა აგრესია. ეს არის თარიღი, რომელიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს წარიშლება, არასდროს დაავიწყდება ჩვენს თანამედროვე და მომავალ თაობებს, რადგან ამ დღეებში გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ეცადნენ, დაეცვათ თითოეული გოჯი ქართული მიწისა. მიუხედავად ამისა, მტერმა ჩვენზე იმძლავრა და სეპარატისტებთან ერთად მოიპოვა დროებითი წარმატება. მათ არცერთი ბრძოლა არ მოუგიათ. გაფართოვდა ანექსია, რასაც სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმდროინდელი ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა, რომელმაც მოახერხა და [საოკუპაციო] ზოლი გაავლო საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოსა და ე.წ ავტონომიურ რესპუბლიკას შორის”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ განაცხადა, რომ თუ ვინმემ რუსეთის აგრესიას ხელი შეუწყო ეს „ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელისუფლებაა.

„მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია. მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ხელისუფლება. ყველა შესაძლო დასაშვები შეცდომა მან რეალურ ცხოვრებაში დაუშვა. მან ყველა საბაბი მისცა ოკუპანტს, რომ მას გახსნილი ჰქონოდა ხელი იმისთვის, რომ ჩაედინა დანაშაული, დაეპყრო ტერიტორიები ძალისმიერად. მაგრამ მას მიეცა საბაბი, მათ შორის საერთაშორისო დონეზე განეცხადებინა, რომ თითქოს იქ მოსახლეობის მიმართ იყო განხორციელებული აგრესია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

ამასთან, ოდიშარიამ ისაუბრა აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით წარმოქმნილ აზრთა სხვადასხვაობაზე და აღნიშნა, რომ „ოპოზიციას როგორც აწყობს, ისე ჭრის და კერავს”.

„მაშინ აწყობდათ, რომ 8 აგვისტო ეთქვათ, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა რამენაირად ცდილობენ თავის დაძვრენას. რაშიც ისინი არიან დამნაშავე, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ. ჩვენ ვიცით რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაგრამ იმხელა თავი რომ გაბია, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ აარიდო ქვეყანას დამღუპველი ვითარება“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა