ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე - ენმ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას იმის გამო აპროტესტებს, რომ სავარაუდოდ მასსა და ზურაბიშვილს შორის არსებობდა შეწყალების გარიგება. გამოდის, რომ პროკურატურის ეჭვები საფუძვლიანია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს ეხმაურება.

ქადაგიშვილის განცხადებით, თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ მსჯავრის გამოტანა, შეიძლება, რომ 6 წლის თავს კიდევ დამატებოდა პატიმრობის ვადა. მისივე თქმით, ამ გაგებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შემსუბუქებულია.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო.

„თუ გვიან მოხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების დადგომა და შემდგომ უკვე მსჯავრის გამოტანა, ანუ, სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება რომ 6 წლის თავს კიდევ დამატებოდა დამატებითი პატიმრობის ვადა, ანუ, ამ გაგებით რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა შემსუბუქებული არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას იმის გამო აპროტესტებს, რომ ის გარიგება, რომელიც პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედგა, როდესაც მათთვის ყველაზე ერთ-ერთი საძულველი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ისინი აცხადებდნენ, იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება იმიტომ, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წინასწარი პატიმრობა მიცემული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის