ზურაბ ჭიაბერაშვილი - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ვინც კი ოდნავ ბრალეულობას აკისრებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხო გადაწყვეტილება მხოლოდ რეაქცია იყო საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შემოჭრაზე. ჩვენ ამ შემოჭრას გავუძელით ქვეყნის ერთიანობით და იმით, რომ სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყარად იდგნენ საქართველოს გვერდით. ამიტომ, ამ თარიღს, 7 აგვისტოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი განმარტებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო.

„ასევე, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. ვინც კი ოდნავ ბრალეულობას აკისრებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ამით ის საქართველოს ადანაშაულებს და ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს