არჩილ გორდულაძე - დღეს ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაყენებული სახეებით ცრუ კამპანიის წარმოება - 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი გასამართლდებიან და მოუწევთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა

დღეს ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაყენებული სახეებით ცრუ კამპანიის წარმოება - 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი გასამართლდებიან და მოუწევთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა როგორც აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ქმედებებზე, ასევე სხვა მოღალატეობრივ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, უნდა ვნახოთ, როდის და რა დოკუმენტშია ნაჩვენები 7 აგვისტო.

“დღეს ვნახეთ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დაყენებული სახეებით ცრუ კამპანიის წარმოება. მათ შორის, დღეს გავიდნენ ისინი ჩვენი გმირების საფლავებზე და ვითომ გული ძალიან რომ შესტკივათ ჩამოდგნენ და გარკვეული განცხადებები აკეთეს. მათ შორის, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ნაწილსაც, რომ პირველ რიგში, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, უნდა ვნახოთ, როდის და რა დოკუმენტშია ნაჩვენები 7 აგვისტო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, ისინი პროტოკოლურ ნაწილშიც ამბობდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც ცალსახად წერია, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი, რასაც დაეთანხმა საქართველოს პარლამენტიც. ასევე, გვახსოვს რომ გადაიღეს პროპაგანდისტული ფილმი - “08.08.08” და მხოლოდ და მხოლოდ 2012 წლის შემდეგ იწყებენ ისინი 7 აგვისტოს ხსენებას. 7 აგვისტო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პირველად გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოღალატეობრივად დაუჭირეს მხარი. აქ პირდაპირ ეწერა, რომ 7 აგვისტოს ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და რუსეთის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო იყო.

ასევე, არსებობს მე-11 პუნქტი, რომლის მიხედვითაც როგორც რუსეთის ასევე საქართველოს მხარის ქმედებებმა და მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები მოკვდინებებმა შესაძლებელია და არსებობს რისკი, რომ ომის დანაშაული ჩაიდინეს. სწორედ ამ ჩანაწერს დაუჭირს მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამ ჩანაწერის და საკუთარი თავის მოღალატეობრივი ქმედებების გადასაფარად ახლა ცდილობენ, რომ როგორმე 7 აგვისტო, როგორც ომის დაწყების თარიღი ისე გაიტანონ საზოგადოებაში, რაც არ გამოუვათ.

26 ოქტომბრის შემდეგ ისინი გასამართლდებიან და მოუწევთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა როგორც აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ქმედებებზე, ასევე სხვა მოღალატეობრივ ნაბიჯებზე”, - აღნიშნა გორდულაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს