უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონებად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. „ბორდერიზაცია“ განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.

„უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს. რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება უნდა გააუქმოს.

რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი რჩება და ღრმად ფესვგადგმული შოვინიზმისგან, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უპატივცემულობისგან და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილისგან შედგება. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ამ დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის ეპიზოდია, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ დახმარება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია, აიძულოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვოს და რუსი დამნაშავეები ყველა უსამართლობის, დანაშაულისა და სისასტიკის გამო დასაჯოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე