არჩილ გორდულაძე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე - მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ეს პროტესტი სხვა არაფერია, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის, წინასაარჩევნოდ შეწყალების შესახებ

დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, შესაძლოა არსებობდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც სავარაუდოდ აპირებდა, წინასაარჩევნოდ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი.

„საზოგადოებისთვის რომ იყოს კიდევ უფრო ნათელი, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, ერთი შეხედვით, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია, რომ მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს ახლა 6 წელი აქვს პატიმრობა შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენში, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება მაღალი ალბათობით, 6 წლიანი სასჯელი მოიცავს მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პატიმრობის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლო არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ იგი აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ აპირებდა, რომ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც მათ შორის უნდა ყოფილიყო ალბათ წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვახსოვს, რომ 2021 წელს ზუსტად წინასაარჩევნოდ შემოაპარეს გარკვეულმა პირებმა და უცხოურმა ძალებმა არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ახლაც სავარაუდოდ იყო გარკვეული გათვლა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა შეწყალებულიყო ეს ადამიანი და პროკურატურის დასაბუთება, რომ არსებობდა გარკვეული რისკები მხოლოდ და მხოლოდ გვიმართლდება. ადგნენ ახლა პატივცემულები და აუხსნან საზოგადოებას - რატომ აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი