ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი.

„ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან და მის კლინიკურ ბაზებთან სამი მიმართულებით ვიწყებთ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბაღების შესაბამისი პროფილის პერსონალის გადამზადებას, ასევე, სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პერსონალისა და აღსაზრდელებისთვის, როგორც ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტში სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა აბულაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას.

გარდა ამისა, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსი ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს