სალომე ზურაბიშვილი გამოფენის, “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი” გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოფენის - “დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი” გახსნას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, თავისი აქცენტით ძალიან სწორია.

მისივე თქმით, პროექტი დაფინანსებულია უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ყოველ ნაბიჯზე სადაც კეთდება საზოგადოებრივი საქმე, იქ ჩვენთან არიან, ჩვენს ზურგს უკან დგანან ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებიან“.

„ასეთი წამოწყებები, ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს ერთ-ერთი ფორმაა, რითაც შეიძლება გამოხატო მოქალაქეობრივი ვალი (რაც ყველას გვაქვს) იმ ხალხის წინაშე, რომლებიც განიდევნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დღემდე არათუ ვერ დავაბრუნეთ, არამედ აქაც ვერ შევქმენით ისეთი პირობები, რომ ერთად იცხოვრონ და აქ განაახლონ სოფლის ის ცხოვრება, რაც იქ ჰქონდათ და ის ტრადიციები, რომელიც სწორედ აქ არის ასახული.

ასე რომ, ეს პროექტი თავისი აქცენტებით ძალიან სწორია. კიდევ ერთხელ არის დახმარება, დაფინანსება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან. ჩვენ მათ არასაკმარისად ვაფასებთ და უფრო ვლანძღავთ ვიდრე ვაფასებთ, მაგრამ პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე, სადაც კეთდება საზოგადოებრივი საქმე, იქ ჩვენთან არიან, ჩვენს ზურგს უკან დგანან ჩვენი პარტნიორები და გვეხმარებიან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

აქ დგას ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს, რომ შედარებით უსაფრთხოების გრძნობა ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც დარჩენილია, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს და რომლისთვისაც უსაფრთხოების ეს განცდა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი