პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - განაცხადა სტანომ.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის