ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება.

ჯო ბაიდენი CBS News-თან ინტერვიუში გამოეხმაურა ტრამპის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად არის ის, რომ მას „არჩევნები მოპარონ“.

„თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული ამაში [ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში]. ის გულისხმობს იმას, რასაც ამბობს, ჩვენ მას სერიოზულად არ აღვიქვამთ, ის ამას გულისხმობს - თუ ჩვენ წავაგებთ, სისხლის ნიაღვარი იქნება, ეს იქნება მოპარული არჩევნები“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მარტში განაცხადა, რომ თუ ის 2024 წლის არჩევნებში დამარცხდა, აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვის სისხლის ნიაღვარი იქნება. კომენტარები ბაიდენმა და მისმა საარჩევნო შტაბმა მკაცრად გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური ძალადობის წახალისებას ახდენდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები