შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს - გუშინ აქ რომ ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?

„ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის ომზეც - გუშინ აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც არ მხოლოდ აგვისტოს ომის თარიღებს, არამედ შობის და მეორე მსოფლიო ომის თარიღებსაც წევს.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს. სინამდვილეში ეს მათთვის ჩვეულებრივი რიცხვებია როგორც ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზეც მაშინ საქართველომ კონტროლი დაკარგა. ეს მათთვის მხოლოდ რიცხვებია, მეტი არაფერი და არანაირი განცდები ამ დღეების მიმართ არ აქვთ.

სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის ომზეც შეუძლიათ სპეკულირება. გუშინ აქ იყვნენ ამოსულები, დაუსვან საკუთარ თავს კითხვები - აქ რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ ნახეს, არ დაფიქრდნენ რომელ დღეს ამოვიდნენ? დღეს რომ ჭირისუფლები არიან ამოსულები და ისინი არა, ამაზე არ ფიქრობენ? ეს არის თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ საერთაშორისო პარტნიორებმაც ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განცხადებები გუშინ გაავრცელეს, პაპუაშვილი ამბობს, რომ ომი სინამდვილეში 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.

„ეს ომი არც 7-ში დაიწყო, არც 8-ში და არც 12 ში დასრულებულა. ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და დღემდე არ დასრულებულა. შეიძლება ეს უცხოელისთვის მთლად გასაგები არ იყოს და მათი დამოკიდებულება სხვანაირი იყოს.

დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ევროკავშირისგან მკაფიოდ ითქვას ოკუპაცია. ბოლო რამდენიმე განცხადებაში მათი მხრიდან ნათქვამია თვითგამოცხადებული ოკუპირებული ტერიტორიები, დანამატითაა მაინც. ესეც ახლა, რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. პარლამენტის მუშაობის შედეგია, რომ ოკუპაცია აღიარებული იყოს ოკუპაციად. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ოკუპაციასაც არ ეძახდა ამ მოვლენას, რასთანაც საქმე გვაქვს, რომ ჩვენს ორ რეგიონში რუსეთის რეგულარული ჯარები დგას. ეს ჩვენი ომია და ყველაზე კარგად ქართველებმა ვიცით, როდის დაიწყო, რა დაიწყო და რა როდის მოხდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის