სვანეთში იმიტირებული სასამართლო პროცესი და კონფერენცია ჩატარდა

2 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, მათი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ მესტიაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის, უხუცესებს შეხვდნენ. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესტიის მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

„ნაფიც მსაჯულებად მოწვეულნი იყვნენ ტრადიციულ სვანურ მართლმსაჯულებაში ჩართული უხუცესები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე შეაფასეს იმიტირებულ პროცესზე განხილული სისხლის სამართლის საქმე და საბოლოოდ, "ბრალდებული" გაათავისუფლეს.

ამავე დღეს, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „მსაჯულთა ინსტიტუტი და სვანური ტრადიციული სამართალი". კონფერენციაზე იმსჯელეს იმ თავისებურებების შესახებ, რომელიც ტრადიციულ სვანურ მართლმსაჯულებას ახასიათებს და რომლის პრინციპები ნაწილობრივ ასახულია ნაფიც მსაჯულთა დღეს მოქმედ სასამართლო სისტემაში.

ღონისძიების ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა კონფერენციის მონაწილეები სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს