რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ევგენი პოდდუბნი ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება

რუსი „სამხედრო კორესპონდენტი“ ევგენი პოდდუბნი ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ პოდდუბნი, რომელიც, კურსკის ოლქზე თავდასხმისას დაიჭრა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„ევგენი პოდდუბნი ცოცხალია! ის გონს მოვიდა და კურსკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ყველა საჭირო მკურნალობას გადის“, - წერს სმირნოვი „ტელეგრამ“ არხზე.

რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ როდესაც ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის დუმის დეპუტატმა, მიხაილ დელიაგინმა და რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა “ტელეგრამ” არხმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში ცნობილი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” ევგენი პოდდუბნი მოკლეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა