„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით და „სკუტ სკუტის“ ორგანიზებით „სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას, ორბორბლიან ტრანსპორტზე თამამად გადაჯდომისთვის.

„მოთხოვნიდან გამომდინარე, 1-ლი ივნისიდან „თიბისი“ ლიზინგში ორთვლიანი ტრანსპორტის დაფინანსება გავამარტივეთ, ასევე სპეციალური შეთავაზებები დავგეგმეთ პარტნიორებთან ერთად. ვთვლით, რომ „სკუტერის დღე“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სკუტერის უსაფრთხო მართვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ ავტო მიმართულების ხელმძღვანელმა ეკატერინე ანჯაფარიძემ.

გიორგი მონავარდისაშვილის თქმით, მსოფლიოში ორთვლიანი ტრანსპორტის პოპულარობა იზრდება და „სკუტერის დღეებზე“ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე.

“ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან იზრდება ორთვალა ტრანსპორტის პოპულარობა. ამ პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ მოქნილ და თავისუფალ ტრანსპორტზე გადმოსვლის იდეა, მაგრამ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სკუტერი ან მოტოციკლი თავად გამოეცადათ. „სკუტერის დღეებზე“, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში ეზიაროს სკუტერის მართვას და პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე”, - განაცხადა „სკუტ სკუტის“ თანადამფუძნებელმა, გიორგი მონავარდისაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე