ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებითა და მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით

2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ქართველი ხალხის ერთიანობაა ის მთავარი რამ, რაც მოაპოვებინებს მათ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა. სწორედ, აი ასეთი ანტიქართული ქმედებების გამო, იმ სიძულვილის და პოლარიზაციის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში აკეთებს, არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში რაშიც არის; როდესაც არის სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან. „ქართული ოცნება“ ცდილობს აი ამ პოლარიზაციით თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით. ყველაზე მთავარი რაც იყო, თვითონ საზოგადოების ერთიანობაა. საზოგადოების ერთიანობა არის ყველაზე მთავარი, რათა გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს. ამიტომ, საზოგადოების ერთიანობა ჩვენ მოგვაპოვებინებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკა განვახორციელოთ; საქართველო გამოვიყვანოთ საერთაშორისო იზოლაციიდან, დავაბრუნოთ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესში, რაც საბოლოოდ, განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და მოგვცემს ტერიტორიული აღდგენის შესაძლებლობას“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა