გიორგი ვაშაძე - ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ ღირსი არ ხარ, ქვეყანას მართავდე

ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დისკუსიას ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდას უწოდებს.

„ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა: სასამართლომ, რეზოლუციებმა - ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ესაა ფაქტი, მოცემულობა, რომელიც გვაქვს. მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ და არაფერს აკეთებ ქვეყნის გაერთიანებისთვის, ერთიანობის მოწოდებისკენ, ამ მძიმე დღეებში მაინც, ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაერთიანოთ საქართველო, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ქვეყანაში არ იყოს არცერთი განუვითარებელი წერტილი დარჩენილი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ნორმალური არაა, ხელისუფლება მუდმივად იმისკენ იყოს მოწოდებული, რომ საზოგადოება დააპირისპიროს.

„პროპაგანდას ყოველთვის უნდა განხილვაში დამაპირისპირებელი საკითხები შემოიტანოს. აღარ გვინდა, ხალხო, რატომ ვჭამთ ერთმანეთს? გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ, ავაშენოთ საქართველო. ხომ გინდათ, რომ საქართველო იყოს მთლიანი? დარწმუნებული ვარ გინდათ, ხელფასები ორჯერ მეტი იყოს, გქონდეთ ევროკავშირის პასპორტები, საქართველოს პასპორტებთან ერთად. ამაზე ვკონცენტრირდეთ. რატომ უნდა იყოს ხელისუფლება მუდმივად იმისკენ მოწოდებული, რომ დაგვაპირისპიროს, რაღაც მონაცემები გააყალბოს? ეს ხომ ნორმალური არაა?! ეს არანორმალური სიტუაცია უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს“,- განაცხადა ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება