ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის