თინა ბოკუჩავა - წარმოუდგენელი უსამართლობაა, როცა ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე

წარმოუდგენელი უსამართლობაა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე - საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად, საკვების საყიდლად სხვა სახელმწიფოში გადასვლა უწევთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები 26 ოქტომბერს ხმას ცვლილებებს და კეთილდღეობას მისცემენ.

„ახლა ვიმყოფებით ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტთან, თურქეთის საზღვართან, სადაც საქართველოს უამრავ მოქალაქეს ყოველდღიურად თურქეთში გადასვლა უწევს იმისთვის, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიძინოს. აქ საუბარია, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტზე, რადგან კატასტროფულად გაზრდილია ფასები და ადგილობრივ მოსახლეობას თურქეთში გადასვლა უწევს. თურქეთი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გაცილებით დაბალია ფასები საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე.

დღეს ვალეში უამრავ ადამიანს შევხვდით და ისინი გვიყვებიან, თუ როგორ უწევთ ყოველდღიურად, მათ შორის ფულის შეგროვება, 50-50 ლარს აგროვებენ იმისთვის, რომ მანქანები იქირაონ, რადგან საკუთარი ავტომობილი ყველას არ ჰყავს და აქ გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბუნებრივია, შეუძლებელია და ასე შეგროვებული ფულით, ცოტაოდენის დასაზოგად საკვებ პროდუქტებზე საკუთარი ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის მედიკამენტების შესაძენად უწევთ გადასვლა, საზღვარზე, თურქეთში. ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად მდიდრდება მშრომელი ქართველი ხალხის ხარჯზე, საქართველოს მოქალაქეები კი ღარიბდებიან და ელემენტარულად, საკვების საყიდლად სხვა სახელმწიფოში წასვლა უწევთ და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ეს აუცილებლად უნდა დავასრულოთ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ამის შესაძლებლობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები ხმას ცვლილებას და კეთილდღეობას მისცემენ, მათი ოჯახებისთვის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო