სოფო ჯაფარიძე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძე ამჯერად კოჯორში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 26 ოქტომბერი გამარჯვების დღე უნდა იყოს, რომ საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდეს და ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს.

„ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებთან შეხვედრას. ახლა კოჯორში ვიმყოფებით. ეს არის ადგილი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. რამდენიმე დღეა უკვე უამრავ ადამიანს ვხვდები. დღესაც ძალიან ბევრ მოქალაქეს შევხვდი და რაც მთავარია, განწყობა წარმოუდგენლად ერთსულოვანია და ყველანი ერთზე ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი უნდა იყოს. 26 ოქტომბერს აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი საქართველოში უნდა დავამარცხოთ. რუსული მმართველობა უნდა დავასრულოთ და ყველამ ერთად ევროპული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს