გია ჯაფარიძე - იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, ხელისუფლება გვთავაზობს სრულ იზოლაციას - უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ჩვენი მოქალაქეები გააღარიბა

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ, როგორ განვავითაროთ ქვეყანა, საქართველოს ხელისუფლება გვთავაზობს სრულ იზოლაციას. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა გააღარიბა ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ 26 ოქტომბერს, ჩვენ ან ჩავრჩებით ამ ჭაობში, ვიქნებით სიღარიბეში და უსამართლობაში, ან კიდევ გავხდებით დასავლეთის სივრცის ნაწილი, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება კეთილდღეობა, - ამის შესახებ ,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას მართავს, საქართველოს განვითარების საშუალება არ მისცა და ქვეყანა სიღარიბეში დატოვა.

„ჩვენ ახლა საქართველოს სამხრეთ კარიბჭესთან ვიმყოფებით, წესით ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, აქ უნდა იყოს დიდი სატრანსპორტო კვანძი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა ექნებოდა, სატრანსპორტო კვანძი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიან რეგიონს მოემსახურებოდა. ეს იქნებოდა საქართველოს გეოპოლიტიკური როლის მნიშვნელოვანი ზრდა, იმ ვითარებაში, როცა რუსეთი და ირანი სანქცირებულია, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ამ ე.წ. დერეფნის განვითარებას.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ იმაზე, როგორ განვავითაროთ, როგორ უნდა იყოს განვითარებული ჩვენი კარიბჭე, ხელისუფლება დაყოფას, დაპირისპირებას, ზიზღს, საერთაშორისო იზოლაციას, სიძულვილის ენასა და ძალადობას გვთავაზობს.

მეორე მხარეს თუ გადახვალთ, თურქეთის რესპუბლიკაში, აღმოაჩენთ, რომ პირველადი მოხმარების საგნები, ეს იქნება, საკვები პროდუქტი, სასმელი, ქიმიური მრეწველობის საშუალებები, აღმოაჩენთ, რომ ის ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში. აღმოაჩენთ, რომ იქით მხარეს ცხოვრება უფრო იაფია, აი ტურიც უფრო იაფი გამოგდით იქით მხარეს, ვიდრე აქეთ. იქით არის ჩვენი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ამის სანახავად თუ გადადიან ჩვენი მოქალაქეები, ყველა დამეთანხმება, რომ თურქეთის რესპუბლიკის მხარეს სამჯერ უფრო იაფი გამოდის პირველადი მოხმარების საგნები, ვიდრე საქართველოში. კითხვა ხომ უნდა დავსვათ, რას აკეთებს თურქეთის რესპუბლიკა ისეთს, რასაც არ ვაკეთებთ ჩვენ. რატომ არის ჩვენთან ყველაფერი უფრო ძვირი, ვიდრე არის აქედან, რამდენიმე ათეულ მეტრში თურქეთის რესპუბლიკაში? მე მგონია რომ, ამის მიზეზი არის ერთადერთი, საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას მართავს, რომელმაც საქართველოს განვითარების საშუალება არ მისცა, რომელიც აპირებს, რომ ისევ სიღარიბეში, უმუშევრობაში და აი ამ ჭაობში დატოვოს ქვეყანა, სადაც აღარ იარსებებს სიღარიბე, სოციალური დაცულობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა - და იქნება დაბალი ფასები და მაღალი შემოსავალი“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში