ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის" ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას.

კომისიის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

„კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის მერს კახა კალაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელს, შპს „ემ თი ეის" დირექტორს ირაკლი ბურჭულაძეს და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეკატერინე ორჯონიკიძეს.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, მიწვეულ იქნენ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეასრულებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია