გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ - 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის

ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის.

„განწყობა არის ერთიანობისკენ, ცვლილებებისკენ, წინსვლისკენ, მომავლისა და ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, საზოგადოებაში არის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ წარსულში უნდა დავტოვოთ, ეს არჩევნები ხომ ამაზეა. პარტიული არჩევნები არ არის, ეს არჩევნები არის არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის, ევროკავშირსა და ჭაობს შორის, რომელშიც „ქართული ოცნება“ გვაცხოვრებს. ზოგადად, ხალხს ძალიან უჭირს. უჭირს გაზრდილი ფასები. გლეხის ნაშრომს არაფერს ფასი არ აქვს, რაზეც მონოპოლიებია, უზარმაზარი ფასი აქვს ყველაფერს. ამ მონოპოლიებს ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ, ყველა სოფელს მივხედავთ. წყლის, გზის პრობლემაა სოფლებში, ახალგაზრდები აღარ არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იისთვის, რომ საქართველო განვითარდეს, შობადობა გაიზარდოს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი შემოსავალი იყოს. ამ ყველაფერს აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს