შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია",  რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კმ-ზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 130.8 კილომეტრზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ავრცელებს.

მათი ცნობით, 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

„მ/წ 14 აგვისტოს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება წინანდლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება თელავის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვედა ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური შეეზღუდებათ.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, დაგეგმილი სამუშაოების გამო 14 აგვისტოს 06:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება გომის, ხაშური 2-ის, ცხრამუხის, ცხისისა და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ვაყა-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალური გაზსადენის 0-16 კილომეტრებს შორის დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

მ/წ 14 აგვისტოს 06:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება გომის, ხაშური 2-ის, ცხრამუხის, ცხისისა და ოსიაურის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს შეეზღუდებათ.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება ქალაქ ხაშურს და ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ცხრამუხა, ბეკამი, სურამი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ოსიაური, აგარები, გომი, მიწობი, ჭალის უბანი, ხცისი, წრომი, ვაყა, ალი და დიდი ფლევი შეეზღუდებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის