პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ კასპის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ კასპის ოფისი გაიხსნა.

კოალიციის ინფორმაციით, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვეს ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა პრეზიდენტის „ქართული ქარტია“, თანამედროვე განათლება, რეგიონების გაძლიერება და შესაძლებლობების ეკონომიკა.

„ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელთა შესრულებაც მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე-ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება სრული წვდომა იმ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მათთვის მოიტანს კეთილდღეობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და გარანტირებულ უსაფრთხოებას.

ოფისის გახსნის შემდეგ, ელენე ხოშტარია ადგილობრივთა პრობლემებზე სასაუბროდ ‘’ჰაიდელბერგ’’ცემენტის ქარხანასთან მივიდა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ბიზნესი, რომელსაც ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი აქვს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შიდა ქართლის ბუნება არ დაზიანდეს. მეტიც, ქარხანა, რომლის თანამესაკუთრეებიც ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი რუხაძესთან დაკავშირებული კომპანიები არიან, როგორც გადამხდელი საერთოდ არ არის დარეგისტრირებული კასპის რაიონში, რის გამოც ადგილობრივები ჯანმრთელობის განადგურებისა და გარემოს დაბინძურების გარდა ვერაფერს იღებენ. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ერთის მხრივ, განხორციელდება თვითმმართველობის ნამდვილ რეფორმას, რაც მოქალაქეებს ადგილებზე გაუჩენს შესაძლებლობას თავად განკარგონ საკუთარი რესურსები და მიიღონ რეალური შემოსავალი, ხოლო მეორე მხრივ ევროკავშირის დახმარებით მოხერხდება ყველა ქარხნისა თუ საწარმოს გარემოს დაცვისთვის აუცილებელი ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით აღჭურვა.

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას“ კასპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად აირჩიეს გიორგი შარიფაშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია