ირაკლი ბურჭულაძე - გვაქვს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და წარმატებული ჩემპიონატების ორგანიზების გამოცდილება „ბაკურიანი 2025"-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და ასევე, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ „ბაკურიანი 2025-ის“ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიური ფესტივალი სამთო-სათხილამურო მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინებში დიდველის არეალში ჩატარდება.

ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის შიგნით სპორტის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

მთავრობის განკარგულებით, კომისია ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას, ასევე, ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია