ირაკლი ქადაგიშვილი - გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო

გასარკვევი და გამოსაკვლევია, პროვოკაცია, რასაც 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ამ კონტექსტში აღნიშნა, კარგად დასანახია მთელი ის პროცესი, რასაც ომის დაწყებამდე ჰქონდა ადგილი.

„ფაქტია, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგო. ეს პროვოკაცია როგორ და რანაირად მოხდა, გამოძიება და ფაქტებისა და პროცესების შესაბამისი ანალიზი სწორედ ამას სჭირდება! კარგად უნდა დავინახოთ მთელი ის პროცესი, რომელიც ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა.

გვახსოვს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი, რომელმაც საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა ჩამოიტანა. გვახსოვს, როგორ მოიშორა ეს გეგმა და მისი ჩამომტანი მიხეილ სააკაშვილმა. ამიტომ ბევრი რამ არის გასარკვევი და გამოსაკვლევი - პროვოკაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი წამოეგო, იყო მისი უგუნურების შედეგი თუ გამიზნული ნაბიჯების ლოგიკური დასასრული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის