ანა დოლიძე - ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება

„ილიას გზა" - ამ სახელწოდებით, კოალიციამ - „ძლიერი საქართველო", საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საარჩევნო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, მთავარი ამოცანა იქნება შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება.

,,ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა უახლოეს ისტორიაში, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისთვის. ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენთვის ევროკავშირი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები, უფლებები, პოლიტიკური უფლებები, დემოკრატია, ევროკავშირი არის ასევე კეთილდღეობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ იმ სამი მნიშვნელოვანი თეზისით, რასაც დღეს წარვადგენთ, სამუშაო ადგილები ხალხისთვის, სამართლიანი ანაზღაურება, სამუშაო ადგილების შექმნა და არა მონური შრომა ეს არის სწორედ ევროპული სტანდარტი. ევროკავშირისთვის აუცილებელი რეფორმები და რაც ყველაზე მთავარია, 1000 ლარიანი პენსია ჩვენი მშობლებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს