ნინო დოლიძე ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე - ხაზი გაესვა, რომ აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო

ორპარტიული მხარდაჭერაა და გაესვა კიდეც შეხვედრაზე ხაზი, რომ აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, საქართველო იყოს ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო,- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საარჩევნო პროცესებზე „რუსული კანონის“ გავლენის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენც ვისაუბრეთ უკვე არსებულ გარემოზე. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „რუსული კანონი“, მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს