კახა კალაძე - ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.

„რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია - გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში, იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან ბოლო 20-25 წელია შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, მედიაში საერთაშორისო გამოძიებაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ივანიშვილის ოჯახს რუსეთში ქონების შეძენა არასდროს შეუწყვეტია“. საუბარია სხვადასხვა სახის უძრავ ქონებაზე მოსკოვში. ინფორმაციის თანახმად, პროცესი გაგრძელდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს