კახა კალაძე ბულგარეთში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტზე - ეს ერთი და იგივე ხაზია, საქართველოშიც გვაქვს იგივე გამოცდილება, გამჭვირვალობა შეიფუთა, როგორც რუსული კანონი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის ირგვლივ, რიგი ევროპარლამენტარების რეაქციებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ბულგარეთშიც, ისევე როგორც საქართველოში, კონკრეტული კანონპროექტები დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა რუსულად შეფუთეს.

„ეს ერთი და იგივე ხაზია. აღნიშნული კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, შეიფუთა, როგორც რუსული კანონი. ჩვენ გვაქვს იგივე გამოცდილება. კანონპროექტი, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და ეხება გამჭვირვალობას, შეფუთეს პიარულად. სამწუხაროა, რომ ამაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იღებდნენ მონაწილეობას. დასავლეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბულგარეთში საზოგადოება მიმდინარე პროცესებს სწორად გააანალიზებს.

„ვინმე იფიქრებდა, რომ 2024 წელს გამჭვირვალობაზე იტყოდნენ, რომ ცუდია და რუსულია? დარწმუნებული ვარ, ბულგარეთშიც შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება. რაც მთავარია საქართველოში ხალხს აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში, საით მიდის ეს პროცესები. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად რელიგიისა და სექსუალური შეხედულებებისა. ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი