ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სარაკეტო დარტყმის დროს ღაზაში მდებარე სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის“ 20 ტერორისტი იმყოფებოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

„წინასწარი გამოკვლევის თანახმად, ღაზაში მდებარე სამთავრობო მედია ოფისის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც მოქმედებს როგორც „ჰამასის“ მედია ფრთა, გაზვიადებულია და ისრაელის თავდაცვის ძალების ხელთ არსებულ ინფორმაციას არ ემთხვევა“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში