ანა დოლიძე - ჯინ შაჰინის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს ჩვენი პარტნიორობა ურყევია - საქართველოს მთავრობამ დასავლურ კურს გადაუხვია და არის ნაბიჯები, რომელიც მან უნდა გადადგას, რათა დასავლურ კურსზე დაბრუნდეს

ამ დონის ვიზიტი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტს.

სენატორი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

„ქალბატონი შაჰინი ლიდერია საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა მნიშვნელოვანი პოზიციის მხარდაჭერისა, თუ თანადგომისა. ის საქართველოში გადამწყვეტ მომენტებში ჩამოდის, როგორც 2012 წელს იყო, არჩევნების დროს. ვფიქრობ, ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს ჩვენი პარტნიორობა ურყევია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლურ კურს გადაუხვია და არის ნაბიჯები, რომელიც მან უნდა გადადგას, რათა დასავლურ კურსზე დაბრუნდეს. პირველ რიგში, ეს „რუსული კანონის“ გაწვევას და დემოკრატიული, არჩევნების ჩატარებას ეხება. ჩვენი, ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ ოპოზიცია არის ძლიერი და მრავალფეროვანი. ოპოზიცია საქართველოს ხალხის ინტერესებს წარმოადგენს და ელოდება არჩევნების დემოკრატიულად, თავისუფლად ჩატარებას“, - განაცხადა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე