თეონა აქუბარდია - იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა რეგიონის მასშტაბით გამოწვევების წინაშეა, უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობა გადავარჩინოთ და არჩევნების გზით ხალხის ნება აღესრულოს და არა ბიძინა ივანიშვილის, რასაც რეალურად ადგილი აქვს

იმ ვითარებაში, როცა ქვეყანა რეგიონის მასშტაბით ამხელა გამოწვევების წინაშეა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გადავარჩინოთ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ქართველი ხალხის ნება აღესრულოს და არა ბიძინა ივანიშვილის, რასაც რეალურად ადგილი აქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აშშ ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებით სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ორპარტიული ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს, მათ შორის, არჩევნები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, ისინი მნიშვნელოვანწილად დაგვეხმარებიან სადამკვირვებლო მისიების გზით. მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რისი ინიციატორებიც არიან, ქართველი ხალხისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები წინ წავწიოთ. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესოა საკანონმდებლო დონეზე როდის დასრულდება პროცესი სენატისა და კონგრესის მიერ, ამ კითხვებს პირადად დავუსვამ. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად აქტიურად იქნება საქართველოსთან მიმართებაში არამხოლოდ მხარდაჭერა გამოხატული, არამედ ის სანქციები, რომელიც უკვე დაანონსებულია. ეს არის ის საკითხები, რაზეც ვაპირებ საუბარს, ისევე, როგორც ყველაზე მძიმეა, რა თქმა უნდა, თავდაცვის მიმართულებით შეჩერებული დახმარება, რაც მათ შორის, სამხედრო სწავლებაში იყო. ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა, რასაც არც თავდაცვის მინისტრი არ ჩამორჩა და იმ ნარატივს იმეორებს, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. იმ ვითარებაში, როცა ამხელა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა რეგიონის მასშტაბით, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გადავარჩინოთ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ქართველი ხალხის ნება იყოს აღსრულებული და არა ბიძინა ივანიშვილის, რასაც რეალურად ადგილი აქვს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს