ვიქტორ ყიფიანი - სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტრენერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არადამაკმაყოფილებელია - ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი

სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი - ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალური იყო.

„ეს იყო არაფორმალური შეხვედრა. ფორმალური ნაწილი სულ რამდენიმე წუთით შემოიფარგლა. ჩვენი პარტნიორების მხრიდან - სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის მხრიდან ითქვა ის, რომ დღევანდელი ურთიერთობები არის არადამაკმაყოფილებელი. ეს არის აუცილებლად გამოსასწორებელი. ამ გამოსწორების გზაზე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გულწრფელი სურვილი და მზაობა და ადამიანური დამოკიდებულება ჩვენი სტუმრების მხრიდან“, - განაცხადა ყიფიანმა

კითხვაზე, შეხვედრისას იყო თუ არა მსჯელობა პარტია „ქართული ოცნების“ საპარტიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ყიფიანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა!“

„მთავარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკელი სტუმრების მხრიდან ეს არის მათი ერთგულება, მზაობა მაქსიმალურად დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებაში და ინსტიტუტების განვითარებაში. ჩვენი მთავარი სისუსტე მოწყვლადი ინსტიტუტებია. ალბათ, ინსტიტუტების გამართვის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო თამამად დაველაპარაკებით ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს