მაიკ ტერნერი - გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის ვართ აქ - იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს გაუმჯობესდება

ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, ჩვენ რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, - ამის შესახებ კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმედგაცურებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და კონგრესმენს იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება.

“ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამუშაო, რომელიც ჩვენ საქართველოში გავწიეთ, მხარდაჭერას იღებს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში.

მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ელჩს, რომელიც სიამაყით ასრულებს ამერიკის სამუშაოს საქართველოში და ხელს უწყობს შესანიშნავ ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკას შორის. საქართველოში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ. როგორც სენატორმა აღვნიშნე, რომ ჩვენ მხოლოდ საქართველოში ჩამოვედით, ჩვენ რეგიონში არ ვმოგზაურობთ, ძალისხმევა არის მხოლოდ საქართველოზე და წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა მათ უზრუნველყონ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოსი. ორივე მტკიცედ და ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად.

სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ, ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. ეს შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისათვის ზუსტად პარტნიორობა გვაქვს. გვაღელვებს ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის, ამისთვის აქ ვართ, რომ ჩვენი წუხილი გავაჟღეროთ, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ერთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის. იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველით იმ დროს, როდესაც ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება”, - განაცხადა კონგრესმენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე