ჯინ შაჰინი - ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე.

სენატორი აღნიშნულს იმედგამაცრუებელს უწოდებს.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე", - აღნიშნა შაჰინმა.

ამასთან, შაჰინმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე და აღნიშნა, რომ მათ განუმარტეს მთავრობის წარმომადგენლებს თავისი წუხილი, რომ ამ ყველაფერს გავლენა ექნება ურთიერთობებზე.

"დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, საქართველოს მთავრობას ზუსტად იმ პერიოდში შემოჰქონდა „რუსული კანონი“. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ მისი მიღების ფაქტი, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე - ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა.

სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ - ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან, რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. ჩემი აზრით, როგორც გითხართით, ჩვენ განვუმარტეთ ჩვენი წუხილი [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს], მივუთითეთ, რომ იქნება შედეგები, ამას ექნება ურთიერთობებზე გავლენა და ზუსტად ეს ხდება ახლა“, - დასძინა მან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება