სალომე სამადაშვილი შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე - ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა - არ შეხვდა - „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები

ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა - არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან, თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას, - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტს.

მისი თქმით, სენატორმა და კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.

„სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტზე:

ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის, აეხსნა, რა უნდა - არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან თუ როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას.

მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატიას და ქართველ ხალხს! „ოცნების“ ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები.

ელოდებიან და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გააფრთხილეს ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.

მათი გზავნილი ნათელია.

ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს - ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ევროკავშირი, თუ პუტინის რუსეთში ცხოვრება.

ესაა 26 ოქტომბრის არჩევანი“, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია