ჯინ შაჰინი - ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება

ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, - ამის შესახებ კონგრესმენმა, მაიკ ტერნერმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, “რა ფორმით გაგრძელდება საქართველო-ამერიკას შორის პოლიტიკური ურთიერთობები, თუ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ან კამალა ჰარისი გახდება”.

მისივე თქმით, ამერიკა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობის მხარდაჭერას გააგრძელებს და ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.

“ბაიდენის, ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ ცვლილება საქართველოს მიმართ არ იქნება, იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების, მშენებლობისა და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს, პრემიერ-მინისტრი ჩანდა, რომ ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და მისი პირადი კრიტიკის მიმართ. ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი - დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, ასე ხდება მთავრობის პოლიტიკის დახვეწა. ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს, რომ გაერკვეს - დიალოგი, დემოკრატიული დებატი, გულისხმობს კრიტიკას, რაზეც ის უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას”, - განაცხადა კონგრესმენმა.

როგორც სენატორმა, ჯინ შაჰინმა აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი პარტია, ამერიკა საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს.

“მე ავსახავდი, რაც კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადა. პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის პრეზიდენტი - დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, არ ველი, რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში - სენატში და წარმომადგენელთა პალატაშიც, კანონმდებლობა შეტანილია, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მიმართ საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას”, - აღნიშნა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს