იმერეთში ახალგაზრდული ბანაკი “სიახლე ცვლილებებისთვის“ გაიხსნა

იმერეთში ახალგაზრდული ბანაკი “სიახლე ცვლილებებისთვის“ გაიხსნა. ინფორმაციას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნული ბანაკის მიზანია ახალგაზრდებმა გააანალიზონ პასუხისმგებლიანი მოქალაქის მნიშვნელობა. მათ შორის, ბანაკის ტრენინგ კურსები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვის, პირვველადი დახმარების, მოახლოებული არჩევნების როლი დემოკრატიულ პროცესებში, რუსული ჰიბრიდული ომი და პოლიტიკა.

ბანაკის მონაწილეები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც კრიტიკული კითხვები დაუსვეს.

„ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებმაც იციან დემოკრატიის მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არჩევანის გაკეთება უნდათ ისეთი როგორიც იქნება, მათი აზრით, სწორი ქვეყნისთვისაც და პირადად მათთვისაც.

“ინფორმირება არ ყოფილა ჩვენი ამოცანა, უფრო მათი ინტერესის დაკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით თუ რა გვაწუხებს, როგორ ვაპრიებთ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას. ჩვენ გვაინტერესებდა მათ რა აწუხებს, რა არის მათი პრიორიტეტები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ არ არიან ჩვენი მომხრეობის ნიშნით მოყვანილი ადამიანები. აბსოლუტურად ნეიტრალურად არიან განწყობილები და არჩევანის გაკეთება უნდათ ისეთი როგორიც იქნება, მათი აზრით, სწორი ქვეყნისთვისაც და პირადად მათთვისაც”, - დასძინა მან.

აღნიშნული ბანაკი სისტემატურად გაგრძელდება და ყველა რეგიონს მოიცავს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა