პრემიერი - რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" რეიტინგი - ფუჭი მცდელობა, თავადვე ისაუბრონ გზავნილებით, რომლითაც საუბრობდა 4 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება", წარუმატებლობისთვისაა განწირული

რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" რეიტინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც "ქართული ოცნება" წარმართავს.

"რეალურად, ოპოზიციისთვის შემაშფოთებელია "ქართული ოცნების" რეიტინგი, ისინი ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც წარმართავს "ქართული ოცნება". უფრო მეტიც, თქვენ ხედავთ, რომ ოპოზიცია დღეს ცდილობს ისაუბროს იმ გზავნილებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში, მათ შორის, მაგალითად გვარამიამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა დაწესდეს რუსეთისთვის სანქციები, ღია უნდა იყოს საქართველო რუსი ტურისტებისთვის. რასაც ჩვენ ვამბობდით 4 წლის განმავლობაში, იმის ლაპარაკი მოინდომა უკვე ძალიან გვიან, ახლა, რადიკალურმა ოპოზიციამ. ასეთი გზავნილები ვერ იქნება წარმატებული. ყველას ძალიან კარგად ახსოვს საქართველოში, თუ რას ამბობდნენ ეს ადამიანები გასული 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, გვარამია არის პოლიტიკოსი, რომელიც ავითარებდა სიტყვა დესამშობლოიზაციის კონცეფციას და დღეს, ის საუბრობს სამშობლოს მესიჯებით. ასეთ ფარსს საქართველოს მოსახლეობა არ იყიდის. ეს ფუჭი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავადვე ისაუბრონ იმ გზავნილებით, რომლითაც საუბრობდა 4 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" არის წარუმატებლობისთვის განწირული", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის