პრემიერი - ვფიქრობთ, ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ.

პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება.

„გუშინდელი დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. ორი ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი შანსი გვაქვს, რომ ოცეულშიც კი დავიმკვიდროთ ადგილი. დღეს გივი მაჭარაშვილს ასეთივე წარმატებას ვუსურვებ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს. ის უკვე არის შემდგარი ლეგენდა, მანამდეც ასე იყო, მაგრამ კიდევ უფრო გაიმყარა ეს სტატუსი, როცა მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო. გენოს გამარჯვება განსაკუთრებულად გაგვიხარდა, რომელსაც წინა ოლიმპიადაზე იღბალი დააკლდა. ახლა უკვე მან ძალიან დიდი დამსახურებით და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო.

რაც შეეხება ორდენებს, არ მინდოდა წინ გამესწრო მოვლენებისთვის, მაგრამ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვფიქრობთ, რომ პრიზიორები ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ისინი უნდა დაჯილდოვდნენ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, რასთან დაკავშირებითაც უკვე ოფიციალური წარდგინებაც განხორციელდება“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის